ფეხბურთი

13:39 | 20.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

პიკემ ვარჯიში გამოტოვა

კატალონიური “ბარსელონას” მცველმა ხერარდ პიკემ, გუნდის გუშინდელი ვარჯიში გამოტოვა, ხოლო კიდევ ერთი მცველი კარლეს პუიოლი, ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესს განაგრძობს.

პიკემ, ამსტერდამის “აიაქსს”, ჩემპიონთა ლიგის მატჩში გოლი გაუტანა, მაგრამ მალევე შესაცვლელი შეიქმნა. Football Espana-ს ცნობით, 26 წლის ფეხბურთელს სერიოზული დაზიანება არ მიუღია, მაგრამ ერთი ვარჯიშის გამოტოვება მაინც მოუწია.

აღდგენით პროცესს განაგრძობს პუიოლი, რომელმაც მუხლზე ოპერაცია გაიკეთა. ის უკვე ძირითად ჯგუფთან ერთად ვარჯიშობს და მალე მოედანზეც გამოჩნდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127555