ფეხბურთი

22:07 | 25.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

პიკე “ბარსელონაში” პეპეს, რამოსს, ვარანსა და კასილიასს ისურვებდა

კატალონიის “ბარსელონას” ცენტრალური მცველი ხერარდ პიკე აცხადებს, რომ მადრიდის “რეალიდან” თავის გუნდში ის პეპეს, რამოსს, ვარანსა და კასილიასს სიამოვნებით იხილავდა.

“მადრიდელთა რომელ ფეხბურთელს დავიმატებდი, ამის შესაძლებლობა რომ მქონდეს? ვფიქრობ, პეპეს, სერხიო რამოსს ან ვარანს. ჩვენი გადავსებული ლაზარეთის პირობებში, ისინი ხელს არ შეგვიშლიდნენ. ასევე გამოგვადგებოდა იკერ კასილიასი.

არსებობს თუ არა უთანხმოება ესპანეთის ნაკრებში “ბარსელონასა” და “რეალის” ფეხბურთელებს შორის? არა.” – ციტირებს პიკეს სიტყვებს Marca.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109563