თამაშგარე

12:12 | 30.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

პეტერბურგელი ქომაგების აგრესიის მიზეზები დადგინდა

რუსული სახებურთო კლუბის, სანქტ-პეტერბურგის ”ზენიტის” ქომაგები, ჩვენს “ტკბილ“ სამეზობლოში ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულ ფანებად ითვლებიან. სწორედ ამიტომ, პეტერბურგში საქომაგოდ ჩასვლა სხვა კლუბების გულშემატკივრებს განსაკუთრებით ესიკვდილებათ, რაც სულაც არ არის გასაკვირი. სოციოლოგების ჯგუფმა გამოიკვლია, რომ პროცენტულად “ზენიტს“ რუსეთში ყველაზე ახალგაზრდა გულშემატკივრები ჰყავს და შესაძლებელია, ესეც იყოს მათი განსაკუთრებული უჟმურობის მიზეზი.
გამოკითხული სანქტ-პეტერბურგელი ფანების დიდი უმრავლესობა (დაახლოებით 85%), განსაკუთრებულ აგრესიას მოსკოვური კლუბების ქომაგებისადმი ამჟღავნებს. ამ ზიზღის ფესვები, პეტერბურგ-მოსკოვს შორის არსებული მუდმივი მტრობის გარდა, ისიც არის, რომ პეტერბურგში ჩასული მოსკოველი ქომაგები ყველაზე მეტად უძალიანდებიან ადგილობრივ ფანებს. მაშინ როდესაც, პროვინციული ქალაქების კლუბების გულშემატკივრები ძველ დედაქალაქში ამას ვერასოდეს ბედავდნენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.10133