ფეხბურთი

16:39 | 11.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

პერესი: “მესმის, რატომ არიან ჩავი და ინიესტა მოურინიოზე გაბრაზებულები”

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი “ბარსელონას” ვარსკვლავების, ჩავისა და ინიესტას მიერ ჟოზე მოურინიოს მისამართით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ბოლო დროს, ესპანელმა ფეხბურთელებემა ჟოზე არაერთხელ გააკრიტიკეს. ინიესტამ ისიც თქვა, რომ პორტუგალიელმა ესპანურ ფეხბურთს ზიანი მიაყენა.

“მესმის, რომ ჩავი და ინიესტა მოურინიოზე გაბრაზებულები არიან. ამ ფეხბურთელებს ხომ “რეალთან” გამართულ ბოლო 5 თამაშში მოგება არ აქვთ. აკრიტიკო ოპონენტი მაშინ, როცა მას ვერ უგებ, საუკეთესო სტრატეგია არაა.” – ციტირებს პერესის სიტყვებს Marca.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064251