ფეხბურთი

22:38 | 22.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

პელეგრინი ნეგრედოს ჩემპიონთა ლიგის მიღმა დატოვებას არ გამორიცხავს

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი ადასტურებს, რომ ის ალვარო ნეგრედოს ჩემპიონთა ლიგის განაცხადს მიღმა დატოვების ვარიანტს განიხილავს.

ალვარო ნეგრედომ, 22 ივლისს, ტრავმა მიიღო, რის გამოც ესპანელი შემტევი ფეხბურთს 3 თვით ჩამოშორდა. ამას ისიც დაემატა, რომ უეფა-ს სანქციის გამო, “სიტის” ჩემპიონთა ლიგის განაცხადში მაქსიმუმ 21 ფეხბურთელის შეყვანა შეუძლია, ხოლო მინიმუმ 5 მოთამაშე კლუბის აღზრდილი უნდა იყოს.

“ნეგრედო ჩემპიონთა ლიგის მიღმა? ყველაფერი შესაძლებელია. მის მდგომარეობას დავაკვირდებით და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ.” – ციტირებს პელეგრინის სიტყვებს Sky Sports-ი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111418