ინტერვიუები

11:02 | 4.03.2010 | ნანახია [] - ჯერ

პედრო: "ბავშვობაში ჩემი კუმირი რივალდო იყო"

რამდენიმე კვირის წინ, კატალონიური “ბარსელონას” პრეს-სამსახურმა კლუბის გულშემატკივრებს მიმდინარე სეზონის აღმოჩენა ფეხბურთელისთვის, პედრო როდრიგეს ლედესმასთვის, კითხვების დასმის საშუალება მისცა. გთავაზობთ “ბარსას” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ყველაზე საინტერესო კითხვებს და მასზე პედროს მიერ გაცემულ პასუხებს.
- რატომ აირჩიეთ 17-ნომრიანი მაისური? (მექსიკა)
- თავისუფალი ნომრებიდან ყველაზე მეტად 17 ნომერი მომეწონა.
- როდესაც პატარა ბიჭი იყავით, “ბარსას” რომელი ფეხბურთელი იყო თქვენი კუმირი? რომელი მათგანის ავტოგრაფს ისურვებდით? (მალაიზია)
- ახალგაზრდობაში ჩემი კუმირი იყო რივალდო.
- რა იგრძენით მაშინ, როდესაც გუნდისთვის ძალზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანეთ? (ვენესუელა)
- იმ მომენტში ძალიან ბედნიერი ვიყავი. ასეთ დროს დიდ სიამოვნებას ღებულობ, რომლის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია.
- საშუალება რომ გქონდეთ, “ბარსელონაში” ისტორიის განმავლობაში მოთამაშე ფეხბურთელთაგან “ოცნების გუნდის” შედგენისა, ვის აირჩევდით? (კანადა)
- “ბარსას” ამჟამინდელ შემადგენლობას.
- “ბარსელონას” პირველი გუნდის რიგებში თქვენს მიერ ჩატარებული მატჩებიდან რომელ მომენტს გამოყოფთ განსაკუთრებით? (ეგვიპტე)
- აბუ-დაბიში გატანილ გოლს, რადგან იმ დროს გავაცნობიერე, რომ მივაღწიე იმას, რისთვისაც აქამდე არავის მიუღწევია.
- შენ თამაშობ ისეთ გუნდში, როგორიც “ბარსელონაა”. პარტნიორებად გყავს მსოფლიო დონის ვარსკვლავები და ამ დროს თავად საკმაოდ ახალგაზრდა ხარ. როგორ უძლებ შენს მიმართ წამოსულ ზეწოლას? (კოსტა რიკა)
- უბრალოდ ზუსტად ვიცი, რომ ჩემი მოვალეობაა თავდაუზოგავად ვარჯიშის გაგრძელება.
- როგორი იყო თქვენი რეაქცია როდესაც გაიგეთ, რომ “ბარსელონას” პირველ გუნდში გადადიოდით? (შვედეთი)
- ძალიან ბედნიერი ვიყავი. ამ ამბის გაგების შემდეგ ოჯახის წევრებს დავურეკე. იმ დროს ვაცნობიერებდი, რომ ჩემი ოცნება ახდა.
- მუსიკის რომელ ჟანრს ანიჭებთ უპირატესობას? (აშშ)
- ყველანაირ მუსიკას ვუსმენ, მაგრამ ერთი ჯგუფი განსაკუთრებით მომწონს. ამ ჯგუფს ჰქვია “Mania”.
- როგორ გაგყავთ თავისუფალი დრო? (საუდის არაბეთი)
- მიყვარს სეირნობა, კინოში სიარული და ტელევიზორის ყურება.
- რას ეტყოდით მსოფლიოს მასშტაბით “ბარსელონას” იმ გულშემატკივრებს, რომლებიც კვირიდან კვირამდე უჭერენ მხარს კატალონიურ კლუბს? (უნგრეთი)
- ასევე განაგრძეთ “ბარსელონას” მხარდაჭერა. ჩვენ კი შევეცდებით თქვენი იმედები არასდროს გავაცრუოთ.

მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091429