საქართველოს ჩემპიონატში 7-წლამდე მოჭადრაკეთა შორის ბრწყინვალე შედეგი აჩვენა მელანო კიკვიძემ, რომელმაც გრძელი დისტანცია დანაკარგის გარეშე გაიარა და 9-დან 9 ქულით ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
გოგონათა შორის მეორე ადგილზე 7 ქულით მართა ქათამაძე გავიდა, ხოლო მესამეზე – 6.5 ქულით ეკატერინე ცივაძე.
ბიჭებშიც, ასევე ერთპიროვნულად გაიმარჯვა თეიმურაზ კვიკვინიამ 9-დან 8 ქულით, ნახევარი ქულით ჩამორჩა ლიდერს ალექსანდრე ყორღანაშვილი. 7 ქულით III-IV ადგილები გაიყვეს და შესაბამისად განაწილდნენ: ლაშა არველაძე და დავით ბერაძე.







