საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების უმსუბუქესმა წევრმა ევროპის 2013 წლის ჩემპიონმა ამირან პაპინაშვილმა ჩელიაბინსკში დღეს დაწყებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა ჩაატარა.
60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველი, რომელიც ტურნირზე მეორე ნომრადაა განთესილი, საქმეში მეორე წრიდან – მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთო და ევროპის 2-გზის ბრინჯაოს პრიზიორს (2010, 2012), ჰოლანდიელ ხეროენ მუურენს ვაზარით აჯობა.
მერვედფინალში ამირან პაპინაშვილი ბრიტანელ ეშლი მაკკენზის დაეჭიდება, რომელმაც მსოფლიოს პირველობა ევროპის 2-გზის ჩემპიონის, ავსტრიელი ლუდვიგ პაიშერის ძლევით გახსნა.
მსოფლიო ჩემპიონატის შეხვედრების პირდაპირ ეთერში ყურება შემდეგ ვებ-მისამართზეა შესაძლებელი: http://212.227.28.227/live/







