ძიუდო

16:36 | 15.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

პაპინაშვილი გრან-პრის ნახევარფინალშია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ამირან პაპინაშვილმა როტერდამის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედალი უკვე გაინაღდა და ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას აგრძელებს. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა სამი შეხვედრა ჩაატარა და სამივეში დამაჯერებლად იმარჯვა. ჰოლანდიელი მარჩიანო ლანტინგა და რუსი ევგენი კუდიაკოვი იპონ-იპონ ჩამოიცილა, ხოლო მეოთხედფინალში, ბრიტანელ ეშლი მაკკენზის ვაზარი და იუკო აკმარა. ნახევარფინალში პაპინაშვილის მეტოქე კანადელი სერჯიო პესოა იქნება. ფინალის მეორე საგზურისთვის კი ერთმანეთს ავსტრიელი ლუდვიგ პაიშერი და იტალიელი ელიო ვერდე დაუპირისპირდებიან. ამავე წონაში დღეს ჰოლანდიურ ტატამზე დავით ასუმბანიც გავიდა, მაგრამ პირველსავე შეხვედრაში დამარცხდა, ეშლი მაკკენზისთან.
66 კილოგრამში უჩა ხუციშვილმა და შალვა ქარდავამ იჭიდავეს, მაგრამ საწყის ეტაპს ვერცერთი გასცდა. ხუციშვილი ვენესუელელ რიკარდო ვალდერამასთან იპონით მოგების შემდეგ, ჰოლანდიელ იასპერ დე იონგთან იუკოთი დამარცხდა, ქარდავა კი გრან-პრიზე პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთო და იტალიელ ფრანჩესკო ფარალდოსთან ორი ვაზარით წააგო.

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089995