კალათბურთი

9:58 | 9.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“პაომ” მწვრთნელი დაითხოვა

ათენის “პანათინაიკოსმა” მთავარი მწვრთნელი არგირის პედულაკისი თანამდებობიდან დაითხოვა. აღნიშნულის მიზეზი საკალათბურთო ევროლიგის გასულ ტურში ესპანურ “კახა ლაბორალთან” საშინაო მარცხი გახდა – 61:68.

შეგახსენებთ, რომ ტოპ-16-ს მე-9 ტურში ბერძნული გრანდი აშკარა ფავორიტად მოიაზრებოდა, თუმცა, ერთ-ერთ აუტსაიდერთან წაიფორხილა და 4 მოგების წილ 5 მარცხი მოუგროვდა.

პედულაკისი “პანათინაიკოსის” დამრიგებელი 2012 წლის ზაფხულიდან გახლდათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130706