თამაშგარე

11:42 | 11.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

პაოლო მალდინის ცოლის ავადმყოფობა ყელში ამოადინეს

ლეგენდერული იტალიელი მცველი, პაოლო მალდინი და მისი მეუღლე - ადრიანა ფოსა, იტალიაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წყვილად ითვლებიან. პაოლოს და ადრიანას ხშირად იწვევენ სხვადასხვა ტიპის სატელევიზიო შოუებში და საკმაოდ საინტერესო რესპოდენტებადაც არიან აღიარებულნი. თუმცა, ბოლო რამდენიმე თვეა, რაც პაოლო და ადრიანა ერთად არავის უნახავს და უკვე დაიწყეს მითქმა-მოთქმა იმასთან დაკავშირებით, რომ პოპულარულ ცოლ-ქმარს შორის, შესაძლოა, შავი ფერის კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელმა ცხოველმა გაირბინა.
როდესაც პაოლო მალდინის თავის ოჯახთან დაკავშირებით, ათასგვარი კითხვებით გული გაუწყალეს, ფეხბურთელს ისღა დარჩენოდა, ჟურნალისტები სახლში სპეციალურად მიეწვია და გაემხილა, რომ ბოლო დროს მისი ცოლთან ერთად იშვიათად გამოჩენის მიზეზი ადრიანას ავადმყოფობა იყო და მალდინების ოჯახში არავითარი განხეთქილება არ მომხდარა.
პაოლოს თქმით, ავადმყოფობის შემდეგ, მისი მეუღლე “ფორმაში არ იყო“ და არ სურდა, რომ ნაავადმყოფარი წარსდგენოდა საზოგადოებას, რაც ქალის მხრიდან დაგვეთანხმებით, რომ ბუნებრივი საქციელია. პაოლომ ისიც თქვა, რომ ადრიანა ფოსა იმის წინააღმდეგიც იყო, მის მეუღლეს ცოლის ავადმყოფობა გაემხილა, მაგრამ მალდინები პატივს სცემენ იტალიელთა ინტერესს და ეს ნაბიჯი სწორედ ამიტომ გადადგეს. აპენინელ პაპარაცებს ახლა უკვე სხვა საკბილოს ძებნა მოუწევთ, რადგან მალდინების სკანდალთან დაკავშირებით, როგორც ხედავთ, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167263