ჭადრაკი

0:52 | 18.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

პაიკიძის წარუმატებელი სტარტი

მოსკოვში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბლიცში, პირველ დღეს წარუმატებლად იასპარეზა ქართველმა მოჭადრაკე ნაზი პაიკიძემ (2376), რომელიც ფინალურ ეტაპზე პერსონალური მიწვევით გახლდათ დაშვებული.
ტურნირის რეგლამენტის თანახმად, ფინალის საწყის დღეს მოჭადრაკეებმა 15 ტური მოილიეს, პაიკიძემ კი მხოლოდ 5.0 ქულა მოაგროვა და 16 მონაწილეს შორის მე-14 ადგილზე აღმოჩნდა.
ნაზის უკან უკრაინელი ნატალია ჟუკოვა (2499, 5.0 ქულა) და რუსი ვერა ნებოლშინა (2360, 4.5) დარჩნენ, ლიდერებში კი უკრაინელი კატერინა ლაჰნო (2539, 11.5), ბულგარელი ანტოანეტა სტეფანოვა (2551, 10.5) და რუსი ტატიანა კოსინცევა (2573, 9,5) გაიჭრნენ.
დღეს, მოჭადრაკეები კიდევ 15 ტურს გაითამაშებენ და მსოფლიოს ჩემპიონის ვინაობასაც გაარკვევენ. ცნობისთვის, ტურნირის საპრიზო ფონდი 50 ათასი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08956