ჭადრაკი

22:47 | 11.08.2011 | ნანახია [] - ჯერ

პაიკიძემ პერუელს გალიდერების საშუალება მისცა

ინდოეთის ქალაქ ჩენაიში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის რეიტინგ-ფავორიტმა ნაზი პაიკიძემ (2416) თამაში ზედიზედ სამი გამარჯვებით დაიწყო, თუმცა, მას შემდეგ ექვს ტურში მხოლოდ ერთი პარტია მოიგო და ლიდერებს საგრძნობლად დაშორდა.
ჩემპიონატის ცხრა ტურის შემდეგ, ერთპიროვნული ლიდერი პერუელი დეისი კორი (2376) გახლავთ, რომელმაც ბოლო ტურში სწორედ პაიკიძეს სძლია და თავი 8.0 ქულას მოუყარა, ქართველი მოჭადრაკე კი 5.5 ქულით მეცამეტე ადგილამდე დაქვეითდა.
პაიკიძის დარად 5.5 ქულა აქვს ტურნირის კიდევ ერთ ქართველ მონაწილე ქეთი წაწალაშვილს (2318), რომელმაც ნაზისგან განსხვავებით სუსტად დაიწყო, თუმცა, ბოლო ხუთი პარტიიდან ოთხში იმარჯვა და მე-19 პოზიციას უწია.
მეათე ტურში პაიკიძე თეთრი ფიგურებით აზერბაიჯანელ კაზიმოვას ეთამაშება, ხოლო წაწალაშვილი შავებით ინდოელ სარანიას (2121) დაუპირისპირდება. მსოფლიოს ჩემპიონატი ცამეტ ტურად მიმდინარეობს და 15 აგვისტოს დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.081551