ჭადრაკი

22:10 | 11.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

პაიკიძემ ოლიმპიადების ტრიუმფატორი დააშამათა

ევროპის ინდივიდუალური საჭადრაკო ჩემპიონატის მე-5 ტურის მთავარ მოვლენად, ნაზი პაიკიძის (2408) მიერ შავი ფიგურებით ნადეჟდა კოსინცევას (2567) ძლევა გახდა. 18 წლის ქართველმა, ფიდე-ს რეიტინგში მე-4 ადგილზე მყოფ მეტოქეს, რომელიც რუსეთის ნაკრებში ოლიმპიადების ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელია, 48-ე სვლაზე სძლია და ლიდერთა ჯგუფში გაერია.

კიდევ ათ მოჭადრაკესთან ერთად, რომელთა შორის კიდევ სამი ქართველია, პაიკიძეს 4.0 ქულა გააჩნია და ლიდერ ვიქტორია ჩმილიტეს (2504) ქულით ჩამორჩება. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ამჯერად შავებით, ბალტიისპირელმა სომეხ ელინა დანიელიანს (2506) სძლია და ქულათა მაქსიმუმი გააჩნია, მის მადევართა შორის კი, ბელა ხოტენაშვილი (2470), ლელა ჯავახიშვილი (2454) და ნინო ხურციძეც (2436) არიან.
დღეს, ხოტენაშვილი შავი ფიგურებით რუს ანასტასია ბოდნარუკს დაუზავდა, ლელა ჯავახიშვილმა შავებითვე თანამემამულე ინგა ჭარხალაშვილს სძლია, ხოლო ნინო ხურციძემ თეთრებით მოასპარეზე რუსი ბაირა კოვანოვა დაამარცხა. 3.5-3.5 ქულა მოუგროვდათ მაკა ფურცელაძეს (2352), სოფიკო ხუხაშვილსა (2421) და ქართველთაგან საუკეთესო რეიტინგის მქონე ნანა ძაგნიძეს (2557).
ხუხაშვილმა და ფურცელაძემ ყაიმი ერთმანეთში გააფორმეს, ძაგნიძემ კი ზედიზედ სამი ფრის შემდეგ, თეთრებით გერმანიის სახელით მოთამაშე ქეთინო კახიანი-გერშინსკას (2462) მოუგო.
მე-6 ტურში, ბულგარელი სტეფანოვასა (2506) და ჩმილიტეს დაპირისპირება ცენტრალური იქნება, დიდ ინტერესს იწვევს ხურციძე-ლაჰნოს, პაიკიძე-ხოტენაშვილის, კრამლინგი-ბოდნარუკის, რომანკო-უშენინასა და გალოიანი-ჯავახიშვილის პარტიები.
ევროპის 2011 წლის ჩემპიონატი თერთმეტ ტურად მიმდინარეობს და თვრამეტ მაისს დასრულდება, დასვენების დღედ კი, 14 მაისია გამოცხადებული. საპრიზო ფონდიდან ჩემპიონი 20 ათას ევროს მიიღებს, მეორეზე გასული – 15 ათასს, მესამეადგილოსანი კი – 10 ათასს.

ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის. თბილისი (საქართველო). 7-18 მაისი
მე-5 ტური

ანასტასია ბოდნარუკი (რუსეთი, 2419) – ბელა ხოტენაშვილი (2470) 0.5:0.5
ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი, 2567) – ნაზი პაიკიძე (2408) 0:1
ნინო ბაციაშვილი (2399) – პია კრამლინგი (შვედეთი, 2468) 0:1
ინგა ჭარხალაშვილი (2373) – ლელა ჯავახიშვილი (2454) 0:1
სალომე მელია (2444) – ლილიტ გალოიანი (სომხეთი, 2377) 0:1
ბაირა კოვანოვა (2361) – ნინო ხურციძე (2436) 0:1
სოფიკო ხუხაშვილი (2421) – მაკა ფურცელაძე (2352) 0.5:0.5
ნანა ძაგნიძე (2557) – ქეთინო კახიანი-გერშინსკა (გერმანია, 2309) 1:0
სოფიკო გურამიშვილი (2299) – ქეთევან არახამია-გრანტი (შოტლანდია, 2462) 0:1
ალექსანდრა ვახანია (2189) – ტატიანა შადრინა (რუსეთი, 2397) 0:1
იანა კრივეცი (სლოვენია, 2296) – მაია ლომინეიშვილი (2376) 1:0
ნინო მელაშვილი (2104) – მირანდა მიქაძე (2351) 0.5:0.5
ელენა სედინა (იტალია, 2351) – თამარ ხმიადაშვილი (2204) 1:0
სოფიო გვეტაძე (2330) – სოფიკო ტერელაძე (2177) 1:0
ნათია ჯანჯღავა (2291) – მერი ჟორჟოლიანი (2136) 0.5:0.5
ანა გავაშელი (2160) – ზოია სევერიუხინა (რუსეთი, 2291) 0.5:0.5
ნელი ალექსანიანი (რუსეთი, 2141) – ინგა ხურცილავა (2286) 0:1
ქეთი წაწალაშვილი (2280) – ულვია ფატალიევა (აზერბაიჯანი, 2105) 0.5:0.5
მერი არაბიძე (2277) – საბინა იბრაჰიმოვა (აზერბაიჯანი, 2078) 0.5:0.5
ნასტასია ზიაზულკინა (ბელორუსი, 2291) – მადონა ბოკუჩავა (2115) 1:0
ნარგიზ უმუდოვა (აზერბაიჯანი, 2230) – ანა კუჭავა (1973) 0:1
ბეტულ ჩემრე ილდიზი (თურქეთი, 2219) – ფატმან რიჟამაძე (2052) 1:0
აისელ მამადოვა (აზერბაიჯანი, 1964) – სალომე ხაჟომია (2152) 1:0
ადა კაკუტია (1727) – ელენა ჩერედნიჩენკო (უკრაინა, 2147) 0:1
ოლგა გირია (რუსეთი, 2394) – ნანი უნაფქოშვილი (1970) 0.5:0.5
სოფიო ნიკოლაძე (2278) – ნატო იმნაძე (1962) 1:0
ლიზი ტრაპაიძე (1744) – იულია ნოვკოვიჩი (ავსტრია, 2120) 0.5:0.5
ნარმინ ხალაფოვა (აზერბაიჯანი, 2065) – ანა შამათავა (1917) 1:0
ნათია ჯალაბაძე (2052) – დეა გოგიშვილი (1856) 0.5:0.5
სოფია ედესი (სლოვაკეთი, 2043) – ნინო ხომერიკი (1832) 1:0
მარი ბოიარი (ლუქსემბურგი, 1989) – მარიამ ჭოლაძე (1818) 0.5:0.5
მაია მუმლაძე (1517) – ლიკა კობეშავიძე (1988) 1:0
კატარინა სკრაბაკოვა (სლოვაკეთი, 2071) – ნინო გუმბერიძე (1664) 1:0
ანა თედოშვილი (1469) – ნარმინ სოიუნლუ (აზერბაიჯანი, 1884) 1:0
მარიამ ჯავახიშვილი (1491) – ნინო ჯალაღონია (1562) 1:0
 
სატურნირო მდგომარეობა
1. ჩმილიტე (ლიტვა, 2504) – 5.0; 2. ხოტენაშვილი (2470) – 4.0; 3. ლაჰნო (უკრაინა, 2530) – 4.0; 4. სტეფანოვა (ბულგარეთი, 2506) – 4.0; 5. პაიკიძე (2408) – 4.0; 6. ჯავახიშვილი (2454) – 4.0; 7. კრამლინგი (შვედეთი, 2468) – 4.0; 8. ხურციძე (2436) – 4.0; 9. უშენინა (უკრაინა, 2468) – 4.0; 10. გალოიანი (სომხეთი, 2377) – 4.0; 11. რომანკო (რუსეთი, 2387) – 4.0; 12. ბოდნარუკი (რუსეთი, 2419) – 4.0;
...18. ძაგნიძე (2557) – 3.5; 19. ფურცელაძე (2352) – 3.5; 22. ხუხაშვილი (2421) – 3.5; 33. მელაშვილი (2104) – 3.5; 37. გვეტაძე (2330) – 3.0; 38. ბაციაშვილი (2399) – 3.0; 43. მიქაძე (2351) – 3.0; 44. მელია (2444) – 3.0; 45. ხურცილავა (2286) – 3.0; 46. ჭარხალაშვილი (2373) – 3.0; 55. არაბიძე (2277) – 2.5; 56. გურამიშვილი (2299) – 2.5; 57. წაწალაშვილი (2280) – 2.5; 59. ვახანია (2189) – 2.5; 64. ლომინეიშვილი (2376) – 2.5; 65. გავაშელი (2160) – 2.5; 78. ჯანჯღავა (2291) – 2.5; 80. კუჭავა (1973) – 2.5; 82. ჟორჟოლიანი (2136) – 2.5; 87. ტერელაძე (2177) – 2.0; 90. ნიკოლაძე (2278) – 2.0; 96. ხმიადაშვილი (2204) – 2.0; 98. მუმლაძე (1517) – 2.0; 100. უნაფქოშვილი (1970) – 1.5; 101. რიჟამაძე (2052) – 1.5; 103. გოგიშვილი (1856) – 1.5; 105. კაკუტია (1727) – 1.5; 110. ბოკუჩავა (2115) – 1.5; 111. ჭოლაძე (1818) – 1.5; 114. ჯალაბაძე (2052) – 1.5; 116. ტრაპაიძე (1744) – 1.5; 119. ხაჟომია (2152) – 1.5; 120. თედოშვილი (1469) – 1.5; 121. იმნაძე (1962) – 1.0; 122. შამათავა (1917) – 1.0; 124. ხომერიკი (1832) – 1.0; 125. კობეშავიძე (1988) – 1.0; 126. ჯავახიშვილი (1491) – 1.0; 128. გუმბერიძე (1664) – 0.5; 130. ჯალაღონია (1562) – 0;

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162219