ქართველი მოჭადრაკე ნაზი პაიკიძე (რეიტინგი 2401), რომელიც რუსეთის საჭადრაკო ჩემპიონატის სუპერფინალში ასპარეზობს, 7 ტურის თავზე, გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერად რჩება.
მოსკოვში მიმდინარე ტურნირის გასულ ტურში პაიკიძე შავი ფიგურებით ოლგა გირიას (2435) დაუზავდა და თავი 5.0 ქულას მოუყარა, რითაც პირველი ადგილი შეინარჩუნა.
ნაზის უახლოესი მდევრები ალისა გალიამოვა (2487) და ნატალია პოგონინა (2472) არიან. მათ აქტივში 4.5-4.5 ქულაა. მე-8 ტურში პაიკიძის მეტოქე სწორედ გალიამოვა იქნება. თეთრებით ქართველი მოაჭადრაკე ითამაშებს.
რუსული ჩემიონატის სუპერფინალი 11 ტურად მიმდინარეობს და 27 ნოემბერს დასრულდება.







