ჭადრაკი

23:10 | 7.08.2011 | ნანახია [] - ჯერ

პაიკიძე ლიდერთა ჯგუფს ჩამორჩა

ინდოეთის ქალაქ ჩენაიში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის საწყის სამ ტურში, ქართველმა მოჭადრაკე ნაზი პაიკიძემ (2416) დანაკარგის გარეშე ითამაშა, მომდევნო სამ ტურში კი, მხოლოდ ქულა აიღო და ლიდერთა ჯგუფს ჩამორჩა. ტურნირზე უმაღლესი რეიტინგის მქონე ქართველმა მეოთხე ტურში ქულა ინდოელ როუტ პადმინის (2348) გაუყო, რასაც რუს ოლგა გირიასთან (2371) მარცხი და ყაზახ გულისხან ნახბაიევასთან (2222) ყაიმი მიაყოლა.
შედეგად, ნაზიმ თავი 4.0 ქულას მოუყარა და 69 მონაწილეს შორის მეცხრე ადგილზე დამკვიდრდა. აქვე ვთქვათ, რომ ერთპიროვნული ლიდერი ხსენებული გირია გახლავთ, რომლის აქტივშიც 5.5 ქულაა. მსოფლიოს ჩემპიონატის კიდევ ერთი ქართველი მონაწილე ქეთი წაწალაშვილი (2318) 3.5 ქულით 30-ე პოზიციაზეა.
ორშაბათს ტურნირზე დასვენების დღეა, 9 აგვისტოს კი პაიკიძე თეთრებით ვიეტნამელ კიმ ტი ვოს (2141) ეთამაშება, ხოლო წაწალაშვილი ასევე თეთრი ფიგურებით ინდოელ ნანდიდჰაას (2101) გაეჯიბრება.  

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094073