სანკტ-პეტერბურგში გრძელდება მიხეილ ჩიგორინის სახელობის მემორიალი, რომელიც ამავე დროს რუსეთის თასის გათამაშების ეტაპიცაა. ტურნირში 275 (!) მოჭადრაკე მონაწილეობს, რომელთა შორის ქართველი ნაზი პაიკიძეც (2376) გახლავთ.
მემორიალზე უკვე 6 ტური მიილია, პაიკიძე კი ჯერაც დაუმარცხებელია. ნაზიმ საწყის ტურებში რუს ფრაკინსა (1923) და ბელგიელ მალახატკოს (2578) სძლია, რუსებს – შომოევსა (2536) და ვორობიოვს (2565) და მოლდოველ სვეტუშკინს (2552) კი დაუზავდა.
პაიკიძეს ტურნირზე 107-ე განთესვა გააჩნია და თავადაც შეამჩნევდით, რომ გასულ ტურებში, პირველის გარდა, მასზე მაღალი რეიტინგის მქონე მეტოქეები ჰყავდა. მე-6 ტურში ქართველი მოჭადრაკის მოწინააღმდეგე ყაზახ რინატ ჯუმაბაიევი (2547) იქნება, რომელსაც პაიკიძის დარად 3.5 ქულა გააჩნია.
ამ დროისთვის, მემორიალის ერთპიროვნული ლიდერი ბოსნია-ჰერცეგოვინის სახელით მოთამაშე ივან სოკოლოვია (2641), რომელმაც ხუთივე პარტიის მოგება შეძლო. ტურნირი 9 ტურად მიმდინარეობს და 5 ნოემბერს დასრულდება.







