ბულგარეთის ქალაქ ალბენაში გრძელდება საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ქართველი მოჭადრაკე ნაზი პაიკიძე (2408) 32-ე განთესვით ჩაება, თუმცა, ექვსი ტურის თავზე მხოლოდ 101-ე ადგილზე იმყოფება.
პაიკიძემ სამი პარტიის მოგება მოახერხა, ერთი ყაიმი ითამაშა, ორ პარტიაში კი დამარცხდა და თავი 3.5 ქულას მოუყარა. ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი მესამე განთესვის მქონე ებრაელი მაქსიმ როდშტეინი (2638) გახლავთ, რომლის აქტივშიც 5,5 ქულაა.
პირველი რეიტინგით მოასპარეზე ბულგარელ ივან ჩეპარინოვს 5.0 ქულით მეორე პოზიცია უკავია.
მეშვიდე ტურში პაიკიძე თეთრი ფიგურებით მასპინძელ ნედელჩო დიჩევს (2142) ეთამაშება.







