ფეხბურთი

12:22 | 19.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოვონიკოკომ თურქმენეთის ნაკრებს გაუტანა

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა ლუცკის “ვოლინმა” ამხანაგური მატჩი თურქმენეთის ეროვნულ ნაკრებთან 1:1 დაასრულა და უკრაინელთა რიგებში ერთადერთი გოლი “გაგრას” ექსფორვარდმა აბაიომი ოვონიკოკომ გაიტანა.
“ვოლინის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ქართული პასპორტის მქონე ნიგერიელი ფორვარდი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა. მატჩის 85-ე წუთზე მან მეტოქის კარიდან დაახლოებით ერთ მეტრში მდგომმა, პარტნიორისგან ზუსტი პასი მიიღო და ანგარიში გახსნა. თურქმენებმა თანაფარდობა 89-ე წუთზე აღადგინეს.
შეგახსენებთ, რომ ოვონიკოკო “გაგრადან” უკრაინის პრემიერლიგის კლუბ “ვოლინში” შარშან გადავიდა.

თეგებიოვონიკოკო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112072