კალათბურთი

23:17 | 13.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოვერტაიმში ფორტუნამ "არმიას" გაუღიმა

ძალიან დაძაბულად მიმდინარეობს სუპერლიგის პლეი ოფის ნახევარფინალური სერია ,,ქუთაისი-2010“-სა და თბილისის ,,არმიას“ შორის. დედაქალაქში ჩატარებული ორი შეხვედრის შემდეგ, რომლის პერიპეტიები კალათბურთის მოყვარულებს კარგად მოეხსენებათ, ანგარიში საყაიმო - 1:1 გახლდათ.

ქუთაისში ჩატარებულმა მესამე შეხვედრამ დაძაბულობით წინა ორს გადააჭარბა. როგორც მატჩის შემდეგ კომენტარში ,,არმიის’’ მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა აღნიშნა - ,,ეს სეზონის საუკეთესო მატჩი გახლდათ არამარტო ამ გუნდების მონაწილებით, არამედ მთლიანად ჩემპიონატისა“.

ქუთაისის სპორტის სასახლეში ნემსის ჩასავარდნი ადგილი არ მოიძებნებოდა. გადაჭედილმა ტრიბუნებმა შეხვედრა მეტად გაალამაზა და სულ სხვა ელფერი შესძინა. კალათბურთელებმაც გულშემატკივრები დააფასეს და მაყურებლებს უაღრესად საინტერესო თამაში შესთავაზეს, რომლის გამარჯვებულის ვინაობა ოვერტაიმის ბოლო წამებზე გაირკვა.

შეხვედრის დებიუტი სტუმრებმა გაცილებით უკეთ ჩაატარეს და წივწივაძისა და შარაბიძის მცდელობის შემდეგ 0:4 დაწინაურდნენ. მართალია აკაკი დვალიშვილმა სხვაობა შეამცირა, მაგრამ ბაბუნაშვილის, ფარღალავას და ბოისას ზუსტი სროლების შემდეგ თბილისელები წინ საკმაოდ სოლიდური უპირატესობით გაიჭრნენ - 4:16. 

ამ დროს ქუთაისელთა დამრიგებელმა მალხაზ კოხრეიძემ წუთშესვენება აიღო, რის შემდეგაც მასპინძლები უფრო მობილიზებულნი გამოვიდნენ და ახალგაზრდა გრძელიძის ზუსტი საჯარიმოებისა და ცეკვავას უკანასკნელ წამზე ჩაგდებული სამქულიანის შემდეგ, პირველი მეოთხედი მხოლოდ ხუთქულიანი პასივით ჩაამთავრეს - 11:16.

მეორე მეოთხედი რიონისპირელებმა გაცილებით უკეთ ჩაატარეს და ტაიმის დამთავრებამდე 4 წუთით ადრე დავით ბარბაქაძის ზუსტი სამქულიანის შემდეგ ანგარიშში პირველად დაწინაურდნენ - 23:22.

ამის შემდეგ შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა. თამაში ქულა-ქულაში მიმდინარეობდა, თუმცა ტაიმის უკანასკნელ წუთზე ,,არმიელები“ უკეთ გაისარჯნენ და ბექა წივწივაძის ზუსტი საჯარიმოების შემდეგ თბილისელები კვლავ წინ გაიჭრნენ.  29:32 - ამ ანგარიშით გავიდნენ გუნდები შესვენებაზე.

შეხვედრის  მეორე ნახევარი ქუთათურებმა აღმაფრენით დაიწყეს და ცეკვავას, დიდიასა და აკაკი დვალიშვილის ზუსტი სროლების შემდეგ მეტოქეს შვიდქულიანი გაქცევა მოუწყვეს - 36:32.

იგრძნეს რა დამარცხების საშიშროება, თბილისელები მთელი ძალით ამოქმედდნენ. თამაშის სადავეები ხელში ფარღალავამ და წივწივაძემ აიღეს. ისინი უნარიანად ხელმძღვანელობდნენ თანაგუნდელებს და შეტევებს თავადაც შედეგიანად აგვირგვინებდნენ. მათი მცდელობის შედეგად დედაქალაქელებმა ზედიზედ 9 ქულა მოიპოვეს და მესამე მეოთხედი რვაქულიანი უპირატესობით ჩაამთავრეს - 45:53.

ყველაზე დრამატული მატჩის უკანასკნელი მეოთხედი გამოდგა. ჩვეულ სტილში ათამაშდა აკაკი დვალიშვილი, რომლის შეჩერება ,,არმიელებს“ ძალიან უჭირდათ.  მან 24 ქულითა და 19 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. მას მხარი მისმა ახალგაზრდა მოგვარემ ზუსტი სამქულიანით აუბა და თამაშის დამთავრებამდე 3 წუთით ადრე რიონისპირელები კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ - 58:57.

მატჩის უკანასკნელი მონაკვეთი კალეიდოსკოპური სისწრაფით წარიმართა. ცეკვავა-დვალიშვილის ტანდემს ფარღალავა-შარაბიძე დაუპირისპირდა. ეს უკანასკნელი ასევე ორმაგი დუბლით გამოირჩა. მატჩის კულმინაციური მომენტი ბოლო წამებზე დადგა. მასპინძლები 66:65 იგებდნენ და ბურთიც მათ ჰქონდათ. ,,არმიელებმა’’ ჯარიმა შეგნებულად აიღეს და ორი საჯარიმოს სასროლად დიდია მოემზადა. რეზომ პირველი ჩააგდო, მეორე კი გაუცუდდა და ბურთმა პირითი ხაზი დატოვა. თბილისელებს ორქულიანი დეფიციტის აღმოსაფხვრელად სულ 8 წამი ჰქონდათ. ეს დრო მათ დიდოსტატურად გამოიყენეს და პრაქტიკულად საფინალო სირენასთან ერთად ფარღალავამ ზუსტი ორქულიანი სროლით შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა - 67:67.

მთელი მატჩის მსგავსად ოვერტაიმიც თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. მის დამთავრებამდე 2 წუთით ადრე შეხვედრას ქუთაისლები იგებდნენ, მაგრამ მატჩის უკანასკნელი აკორდი ,,არმიელებმა“ უფრო კარგად ჩაატარეს. დროის ამ მონაკვეთში განსაკუთრებით ბერიშვილი გამოირჩა, რომლის საიმედო თამაშმა სტუმრებს გადამწყვეტი უპირატესობა მოუპოვა. მართალია შეხვედრის ბოლოს რიონისპირელებს კიდევ ჰქონდათ მატჩის გადარჩენის შანსი, მაგრამ ამ დღეს ფორტუნა აშკარად ,,არმიელებს“  სწყალობდათ.

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა’’ ორივე გუნდის მწვრთნელს კომენტარი ჩამოართვა:

მედეა მხეიძე (,,ქუთაისი-2010’’-ის მთავარი მწვრთნელის თანაშემწე): ,,ძალიან ემოციური თამაში გამოვიდა. საწყენია, რომ ბოლო წამებზე მოგება ხელიდან გავუშვით. ვეცდებით ხვალ უკეთ ვითამაშოთ და ფინალისტის ვინაობა თბილისში გავარკვიოთ.’’

კოტე ტუღუში (,,არმიას’’ მთავარი მწვრთნელი): ,,ასეთი თამაშები ალამაზებს ქართულ კალათბურთს. დიდი მადლობა მოთამაშეებს და მატჩზე დამსწრე გულშემატკივრებს. უშეღავათო ბრძოლაში გავიმარჯვეთ და ანგარიში 2:1 წავიყვანეთ, თუმცა გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. ფინალური საგზურის მოსაპოვებლად დავა კიდევ გრძელდება.’’

 

 

ქ. ქუთაისი ქუთაისი 80 - 84 არმია 2014-05-13, 18:00
  გუნდი 1 2 3 4 OT1 ჯამი  
ქუთაისი 11 18 16 22 13 80
არმია 16 16 21 14 17 84
ქუთაისი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
6 ლევან გრძელიძე * 37:29 1 4 25 0 2 0 4 4 100 1 4 5 4 3 3 1 0 6
7 რევაზ დიდია * 32:21 0 2 0 2 9 22.2 2 4 50 1 2 3 3 0 3 1 0 8
8 ლევან ცეკვავა * 43:40 3 12 25 2 6 33.3 5 6 83.3 1 2 3 9 4 4 3 1 17
9 დიმიტრი დვალიშვილი 09:04 0 0 0 1 1 100 1 2 50 0 1 1 0 0 0 0 1 4
10 ნოდარ მესხი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
12 გიორგი ცირეკიძე 02:50 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 1 0 0 0 0 0 0
13 დავით ბარბაქაძე * 15:56 2 3 66.7 2 3 66.7 0 0 0 0 4 4 0 2 1 0 1 10
14 ავთანდილ ლომინაშვილი 12:36 4 6 66.7 0 0 0 0 0 0 1 1 2 1 5 0 0 0 8
15 გიორგი ბარბაქაძე 28:54 1 3 33.3 0 5 0 1 2 50 4 1 5 4 1 2 1 0 3
21 აკაკი დვალიშვილი * 42:10 6 11 54.5 2 3 66.7 6 6 100 2 17 19 5 4 3 3 4 24
23 უჩა გამრეკლიძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
2 0 2 0 0 0 1 0 0
17 41 41.46 9 29 31.03 19 24 79.17 12 33 45 26 19 17 9 7 80
 
არმია
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 თეიმურაზ ბაბუნაშვილი * 14:27 1 4 25 1 1 100 2 2 100 1 1 2 0 1 0 3 0 7
5 ზვიად ბაბიაშვილი 12:12 0 4 0 0 0 0 0 0 0 0 4 4 0 3 1 0 0 0
6 ანატოლი ბოისა * 31:03 2 4 50 2 4 50 2 2 100 3 2 5 1 5 2 0 0 12
7 მიხეილ ბერიშვილი 31:51 1 1 100 1 5 20 2 2 100 2 8 10 5 2 1 2 2 7
9 ბუბა კვიმსაძე 12:11 1 1 100 0 0 0 0 0 0 0 0 0 2 2 1 1 0 2
10 ილია შიოლაშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
11 გიორგი ჯგერენაია 07:35 2 4 50 0 0 0 0 0 0 2 2 4 0 1 1 0 0 4
13 ბექა წივწივაძე * 38:02 4 6 66.7 2 5 40 4 8 50 0 2 2 6 4 3 2 0 18
23 გიორგი შარაბიძე * 37:24 8 11 72.7 0 0 0 3 4 75 0 10 10 1 1 1 0 0 19
33 ტატო ჩაჩიბაია 03:59 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
50 ლაშა ფარღალავა * 36:16 3 12 25 1 7 14.3 6 8 75 1 3 4 4 4 2 2 1 15
55 ირაკლი კეიდია 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
2 2 4 0 0 0 2 0 0
22 47 46.81 7 22 31.82 19 26 73.08 11 34 45 19 23 14 10 3 84

 

www.superleague.ge-ს სტატისტიკური მონაცემები

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.384359