დღეიდან არაბეთის გაერთიანებული ემირატების ქალაქ დუბაიში სტარტს აიღებს და 15 აპრილამდე გასტანს რიგით მე-15 ღია საერთაშორისო ტურნირი, რომლზეც შეიხ რაშიდ ბინ ჰამდამ მაკტუმის თასი ხომ თამაშდება და საპრიზო ფონდიც მეტად სოლიდური აქვს – 50 ათასი დოლარი.
ტურნირი შვეიცარული სისტემით 9 ტურად ტარდება. მონაწილეებს 5 ტურის შემდეგ, 12 აპრილს დასვენების დღე აქვთ და ერთმანეთს ბლიც-ტურნირშიც გაეჯიბრებიან. საქართველოს სახელით დუბაიში იასპარეზებენ: კონსტანტინე შანავა (2578), ლევან ფანცულაია (2556), ბელა ხოტენაშვილი (2499) და მაკა ფურცელაძე (2347).
დუბაის პირველობის გამარჯვებული ჯილდოდ 10 ათას დოლარს მიიღებს, შემდეგ კი საპრიზო თანხები ასე ნაწილდება: II ადგილი – 7 000; III ადგილი – 4 000; IV – 3 500; V – 2 500;...







