ჭადრაკი

16:37 | 23.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოთხეული ცნობილია

თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს ვაჟთა 73-ე ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშება და იმ 4 მოჭადრაკის ვინაობა გაირკვა, რომლებიც სამომავლოდ უმაღლეს ლიგაში ითამაშებენ. ესენი ივერი ჭიღლაძე (2369), დავით ბენიძე (2510), ალექსანდრე ყაშაშვილი (2356) და სოფიო გვეტაძე (2319) არიან.

აღსანიშნავია, რომ ჭიღლაძე განთესვით მე-6 გახლდათ, თუმცა 9 ტურში 7.0 ქულა მოაგროვა და ერთპიროვნულად იმარჯვა. მას უახლოესი მდევრები 0.5 ქულით ჩამორჩნენ. ასევე 6.5 ქულა მოაგროვა მხოლოდ მე-15 რეიტინგის მქონე ნიკოლოზ ჩხაიძემ, თუმცა, მას არ გაუმართლა, რადგანაც დამატებითი მაჩვენებლებით მე-5 პოზიციაზე გავიდა.

როგორც აღვნიშნეთ, აღნიშნული 4 მოჭადრაკე კიდევ 8 მონაწილესთან ერთად საქართველოს ვაჟთა 73-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში დაიშვება, რომელიც წრიული სისტემით 2014 წ. იანვარში ჩატარდება.

0.111771