ფეხბურთი

21:09 | 10.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კვერნაძის პოკერი

დღეს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის, უმაღლესი ლიგის, ქვედა ექვსეულის 31-ე ტურის მატჩები გიმართა. “ზუგდიდმა” შინ “მერანს” დიდი ანგარიშით 3:0 მოუგო, მაგრამ რადგან “სპარტაკმაც” “დილა” 2:1 დაამარცხა, “ზუგდიდი” “მერანის” შემდეგ მეორე გუნდი გახდა, რომელიც უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა.

გვიან მატჩში კი “ტორპედომ” “ვიტ ჯორჯიას” 20 წლის ოთარ კვერნაძის პოკერით, ირაკლი ლექვთაძისა და იგორ სავჩენკოვსის გოლებით 6:1 მოუგო და პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

ზუგდიდი – მერანი (მარტვილი) 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 კირკიტაძე (45), 2:0 სამუშია (84), 3:0 ბულია (90) 

 

სპარტაკი (ცხინვალი) – დილა (გორი) 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ნოზაძე (45 საკუთარ კარში), 2:0 მეტრეველი (54), 2:1 ბოლქვაძე (90) 

 

 

“ტორპედო” (ქუთაისი) – “ვიტ ჯორჯია” (თბილისი) 6:1 (2:1)

ტორპედო: კვასხვაძე, ხარაბაძე, თოდუა, ადამაძე, ელიავა, ჩიკვილაძე (ბერუაშვილი 83), გელაშვილი, ლექვთაძე (ტუღუში 46), ხურციძე (სავჩენკოვსი 46), მარკოზაშვილი, კვერნაძე.

მწვრთნელი: რევაზ ძოძუაშვილი

ვიტ ჯორჯია: შეროზია,საბაძე, გეთიაშვილი, მერაბიშვილი (წყაროზია 66), მჭედლიშვილი, ღიბრაძე, დავლაშელიძე, ნიკა მაისურაძე, დემეტრაშვილი (ელგუჯა ლობჯანიძე 46), კორიფაძე, სიჭინავა (კვირკვია 74)

მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე.

გოლები: 1:0 კვერნაძე (10), 2:0 ლექვთაძე (21), 2:1 დავლაშელიძე (37), 3:1, 4:1, 5:1 კვერნაძე (67, 69, 77), 6:1 სავჩენკოვსი (90)

გაფრთხილება: გეთიაშვილი (22), გელაშვილი(25)

მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი.  

 

 

 

1               ტორპედო                          31               13              6             12              42:43               45
2 ვიტ ჯორჯია 31 13 6 12 41:44 45
3 დილა 31 11 9 11 44:35 41
4 სპარტაკი 31 11 4 16 32:38 37
5 ზუგდიდი 31 9 6 16 25:42 33
6 მერანი 31 6 4 21 21:59 22

 

მეგოლეები:

16 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

14 - დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)

10 - ვილი ისიანი (“გურია”), გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”), ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)

9 - დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”), თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”),  

8 - გიორგი კორიფაძე (“ვიტ ჯორჯია”), დათო კირკიტაძე (“ზუგდიდი”)

7 - გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), ელგუჯა ლობჯანიძე (ვიტ ჯორჯია”), ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”), რევაზ გეწაძე (“ზესტაფონი”), ოთარ კვერნაძე (“ტორპედო”)

6 - გიორგი კახელიშვილი (“სიონი”), გიორგი ქვილითაია (“დილა”)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.079667