ჭადრაკი

0:42 | 23.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

ორმა გაინაღდა – ოთხი გასარკვევია

დასასრულს მიუახლოვდა საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა პირველი ლიგის ტურნირი, რომელმაც 2011 წლის ეროვნული ჩემპიონატის 6 მონაწილე უნდა დაასახელოს.
უმაღლესი ლიგის საგზური გაინაღდეს შოთა აზალაძემ და მალხაზ სულაშვილმა, რომლებმაც 6,5-6,5 ქულა დააგროვეს და ასპარეზობის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, სატურნირო ცხრილის სათავეში იმტოფებიან. პირველ ექვსეულში მოხვედრის ყველაზე კარგ შანსს ინარჩუნებენ ბაჩანა მორჩიაშვილი და ლუკა პაიჭაძე, რომლებიც ლიდერებს ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩებიან, ასევე - 5,5-5,5 ქულის მქონე დავით ზარქუა და გიგა ყუფარაძე.
მე-8 ტურის შედეგები ლიდერთა მონაწილეობით:
შოთა აზალაძე (6) – გიგა ყუფარაძე (5) 0,5:0,5; დიმიტრი კვარაცხელია (5) – მალხაზ სულაშვილი (5,5) 0:1; გიორგი ბაღათუროვი (5) – ლუკა პაიჭაძე (5) 0:1; ბაჩანა მორჩიაშვილი (5) – ივერი ჭიღლაძე (5) 1:0; ალექსანდრე ყაშაშვილი (4,5) – დავით ზარქუა (5) 0,5:0,5.
მე-9 ტურის შეხვედრათა განრიგი ლიდერთა მონაწილეობით:
მალხაზ სულაშვილი (6,5) – ბაჩანა მორჩიაშვილი (6), ლუკა პაიჭაძე (6) – შოთა აზალაძე (6,5), დავით ზარქუა (5,5) – გიგა ყუფარაძე (5,5), ივერი ჭიღლაძე (5) - ალექსანდრე ყაშაშვილი (5).
როლანდ ლაბუჩიძე

სოფო ნიკოლაძის ფოტო

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089139