ჭადრაკი

22:25 | 20.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

ორი ვერცხლი ალბენადან

ბულგარეთის ქალაქ ალბენაში დასრულებულ ევროპის ახალგაზრდულ საჭადრაკო ჩემპიონატზე ქართველმა მოჭადრაკეებმა ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს – 8 წლამდე გოგონებს შორის თამარ ესაძემ იყოჩაღა, ხოლო 18-წლამდელებში პოდიუმს მერი არაბიძემ უწია.
ცნობისთვის, ესაძემ 9 ტურში 8.0 ქულა მოაგროვა და ბულგარელ მოჭადრაკეს მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა, ხოლო არაბიძემ თავი 7.0 ქულას მოუყარა და მოლდოველ მეტოქეზე ნახევარი ქულით ნაკლები აღმოაჩნდა. 18-წლამდელთა ტურნირშივე 6.0 ქულით მარიამ დანელია მეექვსე გახლდათ.
ქართველი მოჭადრაკეებიდან, რომლებიც საპრიზო ადგილებზე ვერ მოხვდნენ, კიდევ რამდენიმეს გამოვარჩევთ. ნიკოლოზ კაჭარავა 8-წლამდელებში მეოთხე იყო, ასეთივე შედეგი ჰქონდა ნინო ხომერიკს (14), ზურაბ ჯავახაძე (18) მეხუთე გახლდათ, ხოლო ანა შამათავა (16) – მეექვსე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.084753