ძიუდო

21:17 | 21.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

ორი ვერცხლი

ხორვატიის ქალაქ პორეჩში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს ფინალში საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების ორმა წევრმა იჭიდავა, მაგრამ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა ვერც ერთმა ვერ შეძლო.
55 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლერი ჭელიძეს ევროპის ჩემპიონობამდე ბელგიელი ადრიენ ქერტინმონის ძლევაღა დააკლდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ვაჟა მარგველაშვილი (60 კგ) კი გადამწყვეტ ბრძოლაში რუსეთის სახელით მოჭიდავე ზაურ კალაშოვთან დამარცხდა.
დღესვე მედლები 66 კილოგრამშიც გათამაშდა. ბექა ვიბლიანმა რეპეშაჟის ფინალში წააგო და საბოლოოდ მეხუთე ადგილი დაიკავა.
ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით კი ფრიდონ გიგანი, ლევან გუგავა (ორივე 73 კგ), ბექა ღვინიაშვილი და ბექა დინღვანი (ორივე 81 კგ) იჭიდავებენ.

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088646