ჭადრაკი

15:47 | 23.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

ორი ქართველი ფილიპინებში

ფილიპინების დედაქალაქ მანილაში სტარტი აიღო ტრადიციულმა საჭადრაკო ტურნირმა 6th Prospero A. Pichay Cup Open, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრები, საერთაშორისო დიდოსტატები – თამაზ გელაშვილი (2605) და მერაბ გაგუნაშვილი (2596) იღებენ. 
ტურნირში 10 ქვეყნის 47 სპორტსმენი ჩაება, მათ შორის 10 კი უმაღლესი წოდების გახლავთ.
4 ტურის შემდეგ, შეჯიბრს 3.5 ქულით ანტონ ფილიპოვი (უზბეკეთი, 2609) და ჯონ პაულ გომეზი (ფილიპინები, 2527) ლიდერობენ.
მათ ნახევარი ქულით ერთბაშად 10 მოჭადრაკე ჩამორჩება, რომელთა შორის გაგუნაშვილი და გელაშვილიც იმყოფებიან. დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით, ქართველებს შესაბამისად, მეხუთე-მეექვსე ადგილები უკავიათ.
მეხუთე ტურში ქართველი მოჭადრაკეები ფილიპინელებს ეთამაშებიან. გელაშვილი თეთრი ფიგურებით ემანუელს სენადორს (2393) დაუპირისპირდება, ხოლო გაგუნაშვილი შავებით – ჰარიდას პასკუას (2368).
ცნობისთვის, ტურნირზე უმაღლესი რეიტინგი (2619) ყაზახ მურტას კაშგალიევს გააჩნია, მეორე ხსენებული ფილიპოვია, შემდეგ კი გელაშვილი და გაგუნაშვილი მოდიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098634