სხვა

15:15 | 20.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

ორი კაჩი-კოში და მონღოლური ფინალის მოლოდინი

ნაგოიას ბაშოზე უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მოასპარეზე ორივე ქართველმა სუმოისტმა წოდებაში დაწინაურება გაინაღდა და ისიც ცნობილი გახდა, რომ “იმპერატორის თასისთვის” ყველა ვარიანტში იოკოძუნა ჰაკუჰო და ოძეკი ჰარუმაფუჯიღა იბრძოლებენ.
ქართული ამბით დავიწყოთ. შეგახსენებთ, რომ პირველმა მიზანს გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა მიაღწია, რომელმაც კაჩი-კოში გუშინ გაიფორმა, დღეს კი, მორიგი გამარჯვება იზეიმა.
მაკუუჩის ყველაზე მძიმე სეკიტორმა, რომელიც ივლისის ტურნირზე აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას ტიტულით ირჯება, მე-14 მაეგაშირა ვაკანოსატო ოშიდაშით დაამარცხა და 4 მარცხის წილ მე-9 გამარჯვება იზეიმა.
თანამემამულეს ერთი მოგებით ჩამორჩება ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი, რომელმაც დადებითი ბალანსისთვის აუცილებელი მე-8 გამარჯვება სეკივაკე გოეიდოსთან იზეიმა. ქართველმა გოლიათმა ოსაკელი მებრძოლი უვატენაგეთი დაამარცხა.
ტოჩინოშინს მორიგი შერკინება ბრაზილიელ მე-8 მაეგაშირა კაისეისთან ელის, რომელმაც უკვე წააგო გაგამარუსთან, ეს უკანასკნელი კი ძალებს მე-15 მაეგაშირა ჩიოტაირიუსთან მოსინჯავს.
როგორც თავში აღვნიშნეთ, ჩემპიონობისთვის მონღოლები – იოკოძუნა ჰაკუჰო და ოძეკი ჰარუმაფუჯი იბრძოლებენ, რომელთაც მარცხის სიმწარე ჯერაც არ შეუგრძვნიათ. ლიდერები უახლოეს მდევარ ოძეკი კისენოსატოს 3-3 მოგებით უსწრებენ და დიდი ალბათობით, უძლიერესის ვინაობას, ბაშოს დასკვნით დღეს, უშუალო შერკინებაში გაარკვევენ. ბოლოსწინა ტურში ჰაკუჰო ხსენებულ კისენოსატოს შეერკინება, ხოლო ჰარუმაფუჯის მეტოქე ბულგარელი ოძეკი კოტოოშუ იქნება.
რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში სოლიდური უკუსვლა ელის ქართული სუმოს პიონერ ლევან ცაგურიას, რომელსაც აქტივში კვლავ 3 გამარჯვება რჩება, პასივში კი 10 მარცხი მოუგროვდა. მე-7 განთესვის მქონე კოკაიმ ამჯერად მე-14 ნომერ ტაკანოივასთან ოკურიდაშით წააგო, შემდეგ ბრძოლას კი ონიარაშისთან (მე-12) ჩაატარებს.

 

http://www.youtube.com/watch?v=NBg8Vkxalzw&feature=player_embedded

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.158636