ძიუდო

14:29 | 8.10.2011 | ნანახია [] - ჯერ

ორი ბრინჯაოს შანსი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა პაატა მერებაშვილმა (60 კგ) და გიორგი მკალავიშვილმა (66 კგ) ბაქოს მსოფლიოს თასზე ორ-ორი შეხვედრის მოგება შეძლეს და საპრიზო სამეულს თითო გამარჯვებაღა აშორებთ. მერებაშვილი რეპეშაჟის ფინალში რუს ევგენი კუდიაკოვს დაუპირისპირდება, ხოლო მკალავიშვილი - იტალიელ ფრანჩესკო ფარალდოს.
დღესვე ბაქოს ტატამზე პიტერ ზაიზენბახერის გუნდის კიდევ ოთხი წევრი გავიდა, მაგრამ მეოთხედფინალს ვერც ერთმა უწია. უშანგი კუზანაშვილი (60 კგ) ტურნირს ყაზახმა არისტან შამენოვმა გამოთიშა, ლევან ჩუბინიძე (66 კგ) – იტალიელმა ფარალდომ, თენგიზ პაპოშვილი (73 კგ) - მოლდოველმა ვიქტორ სკვორტოვმა, ამბაკო ავალიანი (73 კგ) კი ყაზახმა მახათ მაზიბაიევმა.
60, 66 და 73 კილოგრამი წონითი კატეგორიების ჩემპიონ-პრიზიორები საღამოს გამოვლინდებიან. დარჩენილ წონებში: 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში კი მედლები ხვალ გათამაშდება.

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.158646