იტალიის ქალაქ კასერტაში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის წყვილთა გათამაშებაში მე-2 ნომრად განთესილმა ოქსანა კალაშნიკოვამა და კანადელმა შერომ ფიჩმანმა იტალიელი კლერიკო და ფრანგი ლორენდონი 7:5, 6:2 დაამარცხეს და მეოთხედფინალში გააღწიეს, სადაც პერუელ ბოტოსა და ვენესუელელ პერესს ეთამაშებიან.
შეგახსენებთ, რომ ერთეულთა ტურნირის პირველ რაუნდში კალაშნიკოვა ხორვატ ანა ვრლიჩთან 6:1, 3:6, 0:6 დამარცხდა, მე-6 განთესვის მქონე ჩახნაშვილმა კი სწორედ ოქსანას მეწყვილე ფიჩმანთან 6:2, 6:7 (3:7), 3:6 წააგო.
აშშ-ში ლენდისვილის 10-ათასიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში მხოლოდ ერთი გამარჯვება იზეიმა მაგდა ოქრუაშვილმა, მეორე წრეში კი ამერიკელმა ლუიზა ჩირიკომ ქართველ ჩოგბურთელს 7:6 (7:5), 6:3 სძლია.







