ჩოგბურთი

16:07 | 18.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ოქსანა ფინალს მიღმა დარჩა

ოქსანა კალაშნიკოვას იტალიის ქალაქ კასერტაში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის ფინალში გასვლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. ქართველი ჩოგბურთელი კანადელ შერონ ფიჩმანთან გახლდათ შეამხანაგებული და ამ წყვილმა ჯერ იტალიელი კლერიკო და ფრანგი ლორენდონი 7:5, 6:2 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი პერუელ ბოტოსა და ვენესუელელ პერესს 3:6, 7:5, 10:8 სძლია. ნახევარფინალში ქართულ-კანადური წყვილი პოლონურ-სლოვაკურ დუეტს (პიტერი-ტაბაკი) გაეჯიბრა და დაძაბულ ბრძოლაში 3:6, 6:1, 8:10 წააგო.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16188