ჩოგბურთი

14:12 | 10.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

ოქრუაშვილი ძირითად ბადეს მიუახლოვდა

ამერიკულ ინისბრუკში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში ქართველმა ჩოგბურთელმა მაგდა ოქრუაშვილმა მეორე გამარჯვება იზეიმა და ახლა, ძირითად ბადემდე ერთი მოგებაღა აშორებს. ოქრუაშვილმა მე-3 ნომრად განთესილ ჩიე-იუ ჰსუს (აშშ) 6:0, 7:6 (7:5) სძლია, მისი შემდეგი მეტოქე კი ბელორუსი ვიკტორია კისიალევა იქნება.
ჩინეთის ქალაქ პინგუოში ასევე 25-ათასიიანი ტურნირის ძირითად ბადეში პირდაპირ გახლდათ დაშვებული ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც პირველ მატჩს მე-6 რეიტინგის მქონე ტაივანელ ვენ-ჰსინ ჰსუსთან ჩაატარებს.
თურქეთის ქალაქ ანტალიაში 10-ათასიანი ტურნირზე მე-3 ნომრად გახლავთ განთესილი სოფო ქვაცაბაია, რომელიც პირველ შეხვედრას კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ პატრისია ჩირეასთან (რუმინეთი) გამართავს. წყვილთა მეოთხედფინალში ქვაცაბაია და სერბი სუნიკიჩი ძალებს მასპინძელთა კიდევ ერთ დუეტთან (ერაიდინი-ზუბკოვა) მოსინჯავენ.
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში იმყოფება ალექსანდრე მეტრეველი, რომელიც 10-ათასიან ტურნირში ჩაება. კვალიფიკაციაში მე-10 ნომრად განთესილმა ქართველმა პირველი რაუნდი გამოტოვა, შემდეგ რუს ივან ეგოროვს 6:4, 6:2 მოუგო, კიდევ ერთ მასპინძელ ვიკტორ კოზინთან (მე-6 განთესვა) კი 2:6, 7:5, 4:6 დამარცხდა.
მეტრეველი “იღბლიანი წაგებულის” სტატუსით ძირითად ბადეში მაინც მოხვდა, სადაც მორიგ რუს რიჩარდ მუზაევს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161814