ძიუდო

12:52 | 23.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოქრუაშვილი ბუდაპეშტის გრან-პრის საუკეთესო ძიუდოისტად აღიარეს

როგორც უკვე ვიუწყებოდით, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბუდაპეშტის გრან პრიზე გამოსვლა 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ოქრო +100კგ-ში ადამ ოქრუაშვილმა მოიპოვა, ვერცხლი – ამირან პაპინაშვილმა (-60 კგ.) და ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ.), ბრინჯაო – ზებედა რეხვიაშვილმა (-73 კგ.) და ლევან მატიაშვილმა (+100 კგ.).

სასიხარულოა, რომ ტურნირის შედეგებით ვაჟთა შორის საუკეთესო ძიუდოისტად ადამ ოქრუაშვილი აღიარეს, ქალებში კი საუკეთესო ასევე მძიმეწონოსანი მეგუმი ტაჩიმოტო (იაპონია) გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11996