ძიუდო

21:02 | 30.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო

სამივე სინჯის თითო მედალი – სულ ესაა, მსოფლიოს თასზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების დღევანდელი მონაგარი. სულ მედლები ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდა, ტატამზე 16 ქართველი გავიდა, მაგრამ უმეტესობამ დილის პროგრამაშივე დაასრულა ჭიდაობა.
ყველაზე შედეგიანი, 81 კილოგრამში მოჭიდავეების გამოსვლა იყო. ამ წონაში ქართული ფინალი შედგა, ავთანდილ ჭრიკიშვილსა და დავით კარბელაშვილს შორის. ჭრიკიშვილმა შებოჭვით იმარჯვა. ბრინჯაოს მედალი მძიმეწონოსანმა ზვიად ხანჯალიაშვილმა მოიგო. საბა გავაშელიშვილი (90 კგ) და რევაზ ჩიკოიძე (100 კგ) კი რეპეშაჟის ფინალში დამარცხდნენ და მე-5 ადგილები იკმარეს.
ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170284