ჭადრაკი

18:17 | 14.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

ოქრო და ბრინჯაო ქართველებს დარჩათ

იტალიის ქალაქ კოურმაიეურში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ვეტერან მოჭადრაკეთა შორის, სადაც ქალთა ტურნირში პირველი ადგილი მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა (2362) დაიკავა.
მართალია, დასკვნით მე-9 ტურში ქალბატონმა ნონამ თეთრი ფიგურებით იტალიელ ანტონიო როსინისთან (2233) წააგო, თუმცა, ვინაიდან მისმა უახლოესმა მდევარმა რუსმა გალინა სტრუტინსკაიამაც წაიფორხილა, ლიდერობა მაინც შეინარჩუნა.
გაფრინდაშვილს ოქროს მედლის გარდა, საპრიზო ფონდიდან 700 ევროც ერგო, საერთო ცხრილში კი 5.5 ქულით მე-18 ადგილზე გავიდა.
ქალთა ტურნირში ბრინჯაოს მედალი და 300 ევრო მოიპოვა თამარ ხმიადაშვილმა (2194), რომელმაც შავებით კიდევ ერთ იტალიელ პაოლო კოლომბოს (2130) სძლია და ასევე 5.5 ქულით სუსტი სქესის წარმომადგენლებში – მე-3, ხოლო ჯამურ ცხრილში 22-ე შედეგი აჩვენა.
ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული რუმინელი მიჰაი სუბა (2465) გახდა, რომელმაც 9 ტურში 7.5 ქულა მოაგროვა და საპრიზო 10350 ევროდან 1700 მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090304