ფეხბურთი

0:00 | 30.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილის გოლით არაბებს 1:0 ვამარცხებთ

 

საქართველოს ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთთან ამხანაგური შეხვედრის პირველი ტაიმის შემდეგ მეტოქეს 1:0 ამარცხებს. მატჩი სახიფათო მომენტებით დახუნძლული ნამდვილად არ ყოფილა და ერთადერთი გოლიც ჯარიმიდან გავიდა. საწყისი ნახევრის უკანასკნელ წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა დაახლოებით 25 მეტრიდან ბურთი “ცხრიანში” გადაგზავნა და როგორც იტყვიან, არაბებს გოლი “გასახდელში გაატანა”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111727