ფეხბურთი

16:13 | 22.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილის აგენტი: "თორნიკემ ბევრ ფულზე უარი თქვა"

საქართველოს ეროვნული ნაკრების და ბელგიური "გენკის" შემტევი ნახევარმცველის თორნიკე ოქრიაშვილის შესახებ ბოლო დროს ბევრი ცნობა ვრცელდება. ბელგიურ voetbalkrant.com-ს ქართველი ფეხბურთელის აგენტმა განუცხადა, რომ ოქრიაშვილს ევროპული კლუბებიდან დაინტერესება ჰქონდა, თუმცა მან ბელგიაში თამაში ამჯობინა.

"თორნიკეთი რუსეთიდან, ინგლისიდან და გერმანიიდან დაინტერესდნენ, თუმცა ფეხბურთელმა ბევრ ფულზე უარი თქვა და აგრეთვე გააანალიზა, რომ ბელგიაში კარიერის გაგრძელება უფრო გონივრული იქნებოდა," - განაცხადა მამა ამიროვმა.

ბელგიური ვებგვერდი "გენკის" ტექნიკური დირექტორის იაკობ განტერის სიტყვებსაც ციტირებს: "არც კი გვიყოყმანია, როცა გავიგეთ, რომ ოქრიაშვილს უკრაინის დატოვება სურდა და ტრანსფერი უმალვე განვახორციელეთ. ჯერ კიდევ საფრანგეთის წინააღმდეგ მატჩში, თორნიკემ თავისი ნიჭი დაამტკიცა."

გიორგი ბალახაძე

0.115465