ფეხბურთი

22:03 | 21.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილი უკრაინული ტურის სიმბოლურში

 

თორნიკე ოქრიაშვილი ორი საიტის (ua-football.com, football.ua) ვერსიით მოხვდა უკრაინული ტურის სიმბოლურ ნაკრებში. უკრაინის პრემიერლიგას ყველაზე ფართოდ სწორედ ეს ორი საიტი აშუქებს და თორნიკე სეზონში პირველად მოხვდა სიმბოლურში.

როგორც იცით, "ჩერნომორეცმა" შინ 1:0 სძლია "დნიპროს" და ეს ერთადერთი გოლი სწორედ ქართველმა შემტევმა გაიტანა 33-ე წუთზე, მეორე ნახევარში კი მეკარესთან პირისპირ გავიდა და ძელს მოარტყა ბურთი.

საინტერესოა, რომ ოქრიაშვილმა "ჩერნომორეცში" უკვე მესამე პრემიერლიგური გოლი მიითვალა. "ილიჩივეცში" 2,5 წლის განმავლობაში კი, პენალტებს თუ არ ჩავთვლით,  ოქრიაშვილს მხოლოდ 2 გოლი ჰქონდა გატანილი – იგულისხმება მხოლოდ პრემიერლიგის მატჩები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114165