სანამ ესპანეთის ჩემპიონისა და ლიგა ადელანტეში გავარდნილი გუნდების ვინაობა ოფიციალურად გაირკვევა, გუნდებმა ევროტურნირების საგზურების განაწილება უკვე მოასწრეს. ძალზე დაძაბული გამოდგა ჩემპიონთა ლიგის მე-4 საგზურისთვის ბრძოლა. “მალიორკამ” “ONO ესტადიზე” 19-დან მე-15 შეხვედრა კი მოიგო, მაგრამ ნომერ პირველ საკლუბო ევროტურნირზე მოსახვედრად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ “სევილიამ” ალმერიაში მოიგო. თუმცა, ანტონიო ალვარესის გუნდს 3 ქულის მოპოვება ძალიან გაუჭირდა. სევილიელები ორჯერ იგებდნენ და მასპინძლებმა ორჯერვე გაათანაბრეს, მაგრამ მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე, შეცვლაზე შესული რიოსის მიერ ურთულესი პოზიციიდან გატანილმა ულამაზესმა გოლმა ჩემპიონთა ლიგაზე “სევილია” გაიყვანა.
“მალიორკას” მსგავსად, ევროპის ლიგაზე ითამაშებს “ხეტაფე”, რომელმაც “ატლეტიკო” მადრიდში 3:0 გაანადგურა. შესაბამისად, “ვილიარეალი”, მომდევნო სეზონში, ევროტურნირების გარეშე დარჩება.
15 მაისი
ბილბაო, “სან მამესი” 28000
ბილბაო-დეპორტივო 2:0 (1:0)
ბილბაო (4-4-2): არმანდო, ირაოლა, სან ხოსე, უსტარიცი, კოიკილი, სუსაეტა, იტურასპე (მუნიოსი 61), მარტინესი (გურპეგი 79), მუნიანი, ეჩებერია (ტოკერო 72), ლორენტე
მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი
დეპორტივო (4-1-3-2): მანუ, პაბლო, კასტრო, ლოპო, ფილიპე, სერხიო (ხუკა 82), ტომასი, ვალერონი, როდრიგესი, ლასადი (მისტა 67), ადრიანი (პერესი 27)
მწვრთნელი: მიგელ ანხელ ლოტინა
გოლები: 1:0 მუნიანი (20), 2:0 მარტინესი (77)
მსაჯი: მეხუტო გონსალესი
დარტყმა 19 (5)-13 (5); ჯარიმა 16-13; კუთხური 12-0; თამაშგარე 1-4; ბურთის ფლობა 47%-53%; სეივი 5-3
მადრიდი,“ვისენტე კალდერონი” 50000
ატლეტიკო-ხეტაფე 0:3 (0:1)
ატლეტიკო (4-2-3-1): ჟოელი, ვალერა, ხუანიტო, დომინგესი, კაბრერა, კამაჩო, ტიაგო (ბორხა 57/რ. პერესი 79), სალვიო, ხურადო (რ. გარსია 57), კოკე მეროდიო, ბალდე
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი
ხეტაფე (4-2-3-1): კოდინა, კორტესი (მ. ტორესი 30), კატა დიასი, ბელენგუერი, მანე, კასკერო, ჩელესტინი, პედრო ლეონი, გონსალესი, მანუ (პარეხო 67), სოლდადო (გავილანი 85)
მწვრთნელი: მიჩელი
გოლები: 0:1 სოლდადო (14), 0:2 სოლდადო (53), 0:3 პარეხო (87)
გაფრთხილება: კამაჩო 42 – მანე 36, კასკერო 82
მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი
დარტყმა 9 (4)-11 (8); ჯარიმა 16-13; კუთხური 3-3; თამაშგარე 1-3; ბურთის ფლობა 50%-50%; სეივი 5-4
სარაგოსა, “ლა რომარედა” 21000
სარაგოსა-ვილიარეალი 3:3 (3:1)
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო, პულიდო, იაროშიკი, გონი, ობრადოვიჩი, გაბი, ემილსონი, ანდერ ერერა, ელიზეუ (აგილარი 78), ლოპესი, კოლუნგა
მწვრთნელი: აურელიო გაი
ვილიარეალი (4-4-2): ლოპესი, ანხელი, როდრიგესი, გოდინი, კაპდევილა, ბრუნო (ფუსტერი 84), იბაგასა (სენა 46), კასორლა, კანი (ესკუდერო 78), როსი, ნილმარი
მწვრთნელი: ხუან გარიდო
გოლები: 1:0 ელიზეუ (4), 2:0 კოლუნგა (29), 3:0 პულიდო (35), 3:1 კასორლა (40), 3:2 კასორლა (56), 3:3 როსი (77)
გაფრთხილება: გაბი 16, რობერტო 58, ანდერ ერერა 67, კოლუნგა 69, პულიდო 88, ლოპესი 90 – იბაგასა 16, კანი 45, კასორლა 58, ანხელი 90
მსაჯი: ესტრადა ფერნანდესი
დარტყმა 10 (6)-20 (13); ჯარიმა 21-8; კუთხური 3-7; თამაშგარე 6-1; ბურთის ფლობა 47%-53%; სეივი 10-3
ალმერია, “ხუეგოს
დელ მედიტერანეო” 20000
ალმერია-სევილია 2:3 (1:1)
ალმერია (4-2-3-1): ესტებანი, მიჩელი, ჩიკო, აკასიეტე, ხუანმა ორტისი, ბორცანი, სორიანო (ორტისი 75), პიატი (კილო 75), კორონა, კრუსატი (ნიეტო 74), როდრიგესი
მწვრთნელი: ხუანმა ლილო
სევილია (4-4-2): პალოპი, სტანკევიჩუსი (რიოსი 82), სკილაჩი, ესკუდე, ლუნა, ნავასი, ზოკორა, რენატო, კაპელი (პეროტი 71), ნეგრედო, კანუტე
მწვრთნელი: ანტონიო ალვარესი
გოლები: 0:1 კანუტე (16), 1:1 სორიანო (43), 1:2 ჩიკო (53, ს.კ.), 2:2 ხუანმა ორტისი (79), 2:3 რიოსი (90)
გაფრთხილება: სორიანო 4, კრუსატი 13, ხუანმა ორტისი 50 – ზოკორა 10, სტანკევიჩუსი 25, სკილაჩი 52, რიოსი 90
გაძევება: ნეგრედო 65
მსაჯი: რუბინოს პერესი
პალმა დე მალიორკა,
“ONO ესტადი” 12000
მალიორკა-ესპანიოლი 2:0 (1:0)
მალიორკა (4-4-2): ავატი, მატიონი, რამისი, ნუნიესი, აიოსე, ვარელა (სუარესი 57), მარტი, ვალერო (პეცოლანო 87), კასტრო, კაზადეზუსი (ვებო 77), ადურისი
მწვრთნელი: გრეგორიო მანსანო
ესპანიოლი (4-4-2): ალვარესი, რონკალია, ამატი, ვიქტორ რუისი, დავიდ გარსია, მარკესი, ვერდუ, ფორლინი, ლუის გარსია (კორომინასი 64), საჰარი (იასინე 79), ოსვალდო (კალეხონი 49)
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
გოლები: 1:0 კაზადეზუსი (24), 2:0 სუარესი (78)
გაფრთხილება: ვარელა 29, სუარესი 60, ნუნიესი 65 – ვიქტორ რუისი 7, ლუის გარსია 35
მსაჯი: პერეს ბურული
| № | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
| 1 | ბარსელონა | 37 | 30 | 6 | 1 | 94-24 | 96 |
| 2 | რეალი | 37 | 31 | 2 | 4 | 101-34 | 95 |
| 3 | ვალენსია | 37 | 20 | 8 | 9 | 58-40 | 68 |
| 4 | სევილია | 38 | 19 | 6 | 13 | 65-49 | 63 |
| 5 | მალიორკა | 38 | 18 | 8 | 12 | 59-44 | 62 |
| 6 | ხეტაფე | 38 | 17 | 7 | 14 | 58-48 | 58 |
| 7 | ვილიარეალი | 38 | 16 | 8 | 14 | 58-57 | 56 |
| 8 | ბილბაო | 38 | 15 | 9 | 14 | 50-53 | 54 |
| 9 | ატლეტიკო | 38 | 13 | 8 | 17 | 57-61 | 47 |
| 10 | დეპორტივო | 38 | 13 | 8 | 17 | 35-49 | 47 |
| 11 | ესპანიოლი | 38 | 11 | 11 | 16 | 29-46 | 44 |
| 12 | ოსასუნა | 37 | 11 | 9 | 17 | 36-45 | 42 |
| 13 | ალმერია | 38 | 10 | 12 | 16 | 43-55 | 42 |
| 14 | სარაგოსა | 38 | 10 | 11 | 17 | 46-64 | 41 |
| 15 | ხიხონი | 37 | 9 | 13 | 15 | 36-49 | 40 |
| 16 | მალაგა | 37 | 7 | 15 | 15 | 41-47 | 36 |
| 17 | რასინგი | 37 | 8 | 12 | 17 | 40-59 | 36 |
| 18 | ვალიადოლიდი | 37 | 7 | 15 | 15 | 37-58 | 36 |
| 19 | ტენერიფე | 37 | 9 | 9 | 19 | 40-73 | 36 |
| 20 | ხერესი | 37 | 8 | 9 | 20 | 37-65 | 33 |
ბომბარდირები
მესი (“ბარსელონა”) – 32, იგუაინი (“რეალი”) – 27, რონალდუ (“რეალი”) – 26, ვილია (“ვალენსია”) – 21, ფორლანი (“ატლეტიკო”) – 18, იბრაჰიმოვიჩი (“ბარსელონა”) – 16
16 მაისი
ბარსელონა-ვალიადოლიდი; მალაგა-რეალი; ოსასუნა-ხერესი; რასინგი-ხიხონი; ვალენსია-ტენერიფე
მიშა ზაქარეიშვილი









