სხვა

0:26 | 5.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიურ კომიტეტში ნანძინის ოლიმპიადის შედეგები შეაჯამეს

4 სექტემბერს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, კომიტეტის პრეზიდენტი – ლერი ხაბელოვი, ვიცე-პრეზიდენტებთან – ელგუჯა ბერიშვილთან და მამუკა ხაბარელთან ერთად, ნანძინის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნებულ საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ნაკრების წევრებს შეხვდა.

შეხვედრას სპორტსმენებთან და მწვრთნელებთან ერთად, სხვადასხვა სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ, პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი – ირაკლი დოლაბერიძე.

ნანძინის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე, ქართველმა სპორტსმენებმა 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ვიცე-ჩემპიონები ძიუდოისტი თამაზ კირაკოზაშვილი (81 კგ) და თავისუფალი სტილით მოჭიდავე მექი სიმონია (76 კგ) გახდნენ, რომლებსაც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასასავლელად 1 გამარჯვება დააკლდათ, ბრინჯაო კი ასევე თავისუფალი სტილით მოჭიდავე – იერიკო ჯულაყიძემ (63 კგ) აიღო. ბრინჯაოს მედლისათვის იბრძოლა, თუმცა დამარცხდა და მე-5 ადგილს დასჯერდა ძიუდოში მარიამ ჯანაშვილი.

სულ ნანძინის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე, სადაც 200-ზე მეტი ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ, 12 ქართველი წარსდგა სპორტის 7 სახეობაში.

 

ქართველ სპორტსმენთა შედეგები ნანძინის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე

ძიუდო

თამაზ კირაკოზაშვილი (81 კგ) - II

მარიამ ჯანაშვილი (52 კგ) - V

 

ჭიდაობა

მექი სიმონია (76 კგ) - II

ივერიკო ჯულაყიძე (63 კგ) - III

 

ცურვა

აკაკი ვაშაკიძე (200 მ. ბატერფლაი) - XIV

 

ბატუტი

თეონა ჯანჯღავა - X

 

მძლეოსნობა

გიორგი მუჯარიძე (ბირთვის კვრა) - X

გიორგი ონიანი (უროს ტყორცნა) - XIII

გოგა მაღლაკელიძე (სამხტომი) - VII

მარი ძაგნიძე (სიგრძეზე ხტომა) - VII

 

კრივი

გიორგი ხარაბაძე (69 კგ) - VI

 

ფარიკაობა

ნიკა შენგელია (ხმალი) - VIII

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115535