ფეხბურთი

10:10 | 16.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ოლიმპიაკოსმა” ოქრო გაინაღდა

“ოლიმპიაკოსმა” “მანჩესტერ იუნაიტედთან” სტუმრად გასამართი უეფას ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის წინ განწყობა კიდევ უფრო აიმაღლა. გუშინ პირეოსელებმა საბერძნეთის ჩემპიონის 41-ე ტიტული გაინაღდეს.

მიჩელის გუნდი 29-ე ტურში “პანფრაკიკოსს” შეხვდა და 2:0 დაამარცხა, რითაც გათამაშების ცხრილში უახლოეს მდევარ “ატრომიტოსთან” უპირატესობა 18 ქულამდე გაზარდა. ჩემპიონატის დასრულებამდე კი მხოლოდ 5 ტური რჩება და ოქროს მედლის ბედიც გარკვეულია.

“ოლიმპიაკოსი” საბერძნეთის ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.140224