დღეს, ადგილობრივი დროით 19.00 საატზე სტამბულში საზეიმო ვითარებში გაიხსნა რიგით მე-40 საჭადრაკო ოლიმპიადა.
ოლიმპიადა შვეიცარული სისტემით 11 ტურად ჩატარდება; დროის კონტროლი - 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, 30- წამიანი დამატებით პირველივე სვლიდან.
ითვლება გუნდური ქულები; მოგება 2 ქულა, ფრე - 1 ქულა; აკრძალულია ყაიმზე შეთანხმება 30-ე სვლამდე.
თამაშების დასაწყისი თბილისის დროით 18.00 საათზე. ბოლო ტური - 14.00 აიღებს სტარტს
ტურები გაიმართება - 28 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით ჩათვლით
დასვენების დღეებია: 2 და 8 სექტემბერი
სულ საჭადრაკო სამყაროს მთავარ ფორუმზე მამაკაცთა 158 გუნდი , ხოლო ქალთა 131 ნაკრები გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
ქართველი ქალები დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ოთხჯერ იყვნენ ოლიმპიადის გამარჯვებულები (მანილა,ფილიპინები -1992; მოსკოვი,რუსეთი-1994; ერევანი,სომხეთი - 1996) ;
2000 წელს სტამბულში გამართულ ოლიმპიადაზე მეორეზე გავიდნენ, ხოლო 1998 წელს ელისტაში (რუსეთი) და 2010 წელს ჰანტი-მანსიისკში (რუსეთი) ბრინჯაო დაისაკუთრეს.
ქალთა გუნდების სასტარტო ხუთეული:
1.ჩინეთი - 2510 (საშუალო რეიტინგი)
ჰოუ იფანი 2599
ჟაო ქსიუ 2549
ჯუ ვენჯუნი 2528
ჰუან ქიანგი 2449
დინგ უიქსინი 2424
რუსეთი - 2500
ტატიანა კოსინცევა - 2530
ნადეჟდა კოსინცევა - 2524
ვალენტინა გუნინა - 2507
ალექსანდრა კოსტენიუკი - 2489
ნატალია პოგონინა - 2448
საქართველო - 2478
ნანა ძაგნიძე - 2547
ბელა ხოტენაშვილი - 2509
ლელა ჯავახიშვილი -2458
ნინო ხურციძე - 2444
ნინო ბაციაშვილი - 2432
4.უკრაინა - 2457
ეკატერინა ლაჰნო - 2542
მარია მუზიჩუკი - 2466
ნატალია ჟუკოვა - 2442
ანა უშენინა - 2433
ინნა გაპონენკო -2404
5.აშშ - 2396
ანა ზატონსკიხი - 2512
ირინა კრუში - 2467
საბინა ფოიშორი - 2356
რუსუდან გოლეთიანი - 2341
ტატევიკ აბრაჰამიანი - 2303
მამაკაცები:
1.რუსეთი - 2759
კრამნიკი - 2797
კარიაკინი -2785
გრიშუკი - 2763
ტომაშევსკი - 2730
იაკოვენკო - 2722
2.უკრაინა - 2722
ივანჩუკი - 2769
პონომარიოვი - 2734
ვოლოკიტინი - 2709
მოისეენკო - 2706
ელიანოვი - 2693
3.სომხეთი - 2711
არონიანი - 2816
მოვსესიანი - 2698
სარგისიანი - 2693
აკოპიანი - 2687
ტ.პეტროსიანი - 2661
4.უნგრეთი - 2700
ლეკო - 2737
ალმაში - 2713
პოლგარი - 2698
ბერკეში - 2685
ბალოხი - 2668
5.ჩინეთი - 2688
ვანგ ჰაო - 2726
დინგი ლირენი - 2695
ვანგ იუე - 2695
ბუ ხიანგზი - 2670
ლი ჩაო - 2665
....18.საქართველო - 2638
ბაადურ ჯობავა - 2730
მიხეილ მჭედლიშვილი - 2659
თორნიკე სანიკიძე - 2585
მერაბ გაგუნაშვილი - 2578
ლევან ფანცულაია - 2575
საპრიზო სამეულის უპირობო ფავორიტს საქართველოს ქალთა ნაკრებს სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ნინო გურიელი კაპიტნობს, ხოლო წვრთნიან საერთაშორისო დიდოსტატები ზურაბ სტურუა და დავით ჯოჯუა.
ვაჟთა ნაკრებს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ხვიჩა სუპატაშვილი ამზადებს, ხოლო კაპიტნობას საერთაშორისო დიდოსტატი ლაშა ჯანჯღავა გაუწევს.
ოლიმპიადის პარალელურად გაიმართება ტრადიციული ‘İstanbul Open 2012’ ფესტივალი რომელშიც 3 ქართველი მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას:
1.კოკა შანავა - (2569)
2.მალხაზ სულაშვილი - (2415)
3.ბაჩანა მორჩიაშვილი - (2342)
ფესტივალი შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართება და მისი საპრიზო ფონდი 15 000$ შეადგენს.







