ფეხბურთი

18:57 | 24.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოლიჩმა “ვოლფსბურგთან” გაახანგრძლივა

“ვოლფსბურგის” ხორვატმა თავდამსხმელმა, ივიცა ოლიჩმა გერმანელებთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და გუნდიდან მისი შესაძლო წასვლის შესახებ ხმების გავრცელებას ბოლო მოუღო.

34 წლის ოლიჩს “ვოლფსბურგთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა. დღეს ცნობილი გახდა, რომ მან კლუბთან თანამშრომლობა 2 წლით გაახანგრძლივა.

ოლიჩი “ვოლფსბურგში” 2012 წელს, “ბაიერნიდან” გადავიდა. მიმდინარე სეზონში, მან 33 თამაში ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060036