კალათბურთი

18:23 | 6.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოლადიპომ და კალატესმა ახალბედებში ყველას აჯობეს

ორლანდო მეჯიქის” შემტევი მცველი ვიკტორ ოლადიპო და “მემფის გრიზლისის” გამთამაშებელი ნიკ კალატესი ნბა-ს აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების თებერვლის საუკეთესო ახალბედებად დაასახელეს.

გასულ თვეში ოლადიპო ახალბედებში საუკეთესო იყო პასებსა (4.9) და ჩაჭრებში (1.92), მეორე გახლდათ ქულებში (14.7) და მეხუთე – მოხსნებში (4.4). კალატესის საშუალო მონაგარი 10.7 ქულა, 4.6 პასი, 3.6 მოხსნა და 1.75 ჩაჭრა იყო.

აღნიშნულ ტიტულზე პრეტენზია ტიმ ჰარდუეი-უმცროსს (“ნიუ იორკი”), მაიკლ კარტერ-უილიამსს (“ფილადელფია”), სი ჯეი მაკკოლუმს (“პორტლენდი”) და ტრეი ბერკს (“იუტა”) ჰქონდათ.

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063168