ფეხბურთი

16:32 | 13.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კაჭარავა “ზესტაფონის” მწვრთნელ-კონსულტატია

კალენდარული წლის ბოლომდე საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონში” მწვრთნელ-კონსულტატად კახა კაჭარავა იმუშავებს. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” კლუბის პრესატაშემ სერგო ფუტკარაძემ ოფიციალურად აცნობა.
გასულ კვირაში, “ზესტაფონი” ზაზა ზამთარაძისა და დავით მუჯირის მწვრთნელთა დუეტმა დატოვა, ხოლო 11 დეკემბერს საჩხერის “ჩიხურასთან” სტუმრად წაგებულ მატჩში, “ზესტაფონი” მოედანზე დუბლშემადგენლობის მწვრთნელმა გია მიქაძემ გაიყვანა. დარჩენილ სამ შეხვედრაში გუნდს კაჭარავა გაუძღვება, რომელიც საქართველოს 19 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელიცაა.  
“მსოფლიო სპორტის” ინფორმაციით, ხუთშაბათს “ზესტაფონის” რიგებში ზურა მენთეშაშვილმა, თორნიკე აფციაურმა, ზურაბ მამალაძემ და ზაალა ელიავამ ივარჯიშეს. შეგახსენებთ, რომ “ზესტაფონის”  პრეზიდენტმა ილია კოკაიამ მათი დისკვალიფიკაციის მოთხოვნით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მიმართა, ვინაიდან რამდენიმე დღის წინ, გუნდის გაფიცვის მოთავეებად ისინი ჩაითვალნენ. თუმცა, სჩანს ფეხბურთელებსა და პრეზიდენტს შორის კონფლიქტი ამოიწურა.

 

ლაშა თაბაგარი
http://fczestafoni.ge-ის ფოტოები

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09553