ფეხბურთი

0:33 | 1.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ფალკაომ “მონაკოსთან” 5-წლიანი გააფორმა

“მონაკომ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ კოლუმბიელი ვარსკვლავი, რადამელ ფალკაო კარიერას ფრანგულ კლუბში განაგრძობს.

“თეთრ-წითლების” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, შეთანხმება მიღწეულია როგორც მადრიდის “ატლეტიკოსთან”, ასევე თავად ფეხბურთელთანაც. ფალკაომ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გარიგების ფინანსური დეტალები უცნობია. არაოფიციალური ინფორმაციით, “ატლეტიკო” 45 მილიონ ევროს მიიღებს.

27 წლის რადამელ ფალკაო გარსია სარატე “ატლეტიკოში” 2011 წელს “პორტუდან” გადავიდა. მადრიდულ გუნდში, 2 სეზონის განმავლობაში, მან 90 თამაში ჩაატარა და 70 გოლი გაიტანა. “ატლეტიკოსთან” ერთად, ფალკაომ თითოჯერ ევროპის ლიგა, უეფას სუპერთასი და ესპანეთის თასი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112559