იტალიური “რომას” აწ უკვე ყოფილი მცველი, მეჰდი ბენატია, მიუნხენის “ბაიერნში” განაგრძობს კარიერას. ტრანსფერი დაადასტურა “რეკორდმაისტერის” ოფიციალურმა ვებგვერდმა.
27 წლის მოროკოელმა მცველმა, “ბაიერნთან” ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის ზუსტი ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.
ბენატია “რომაში” გასულ ზაფხულს გადავიდა და იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 33 შეხვედრაში 5 გოლის გატანა მოახერხა.
ირაკლი ალიმბარაშვილი







