კალათბურთი

23:45 | 18.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოდომი “კახა ლაბორალში” ჩაირიცხა

ეპანური საკალათბურთო კლუბი “კახა ლაბორალი” სენსაციური ტრანსფერის ავტორი გახდა. პირენეელებმა ორთვიანი კონტრაქტი გააფორმეს ამერიკელ ფორვარდ ლამარ ოდომთან და შესაძლოა, იგი პირენეებზე სეზონის ბოლომდეც დარჩეს.

გასულ სეზონში ოდომი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) “ლოს ანჟელეს კლიპერსის” ღირსებას იცავდა და 82 მატჩი ჩაატარა. ლამარი ორჯერ სასტარტო ხუთეულში იყო, მისი საშუალო მონაგარი კი 4.0 ქულა, 5.9 მოხსნა და 1.7 პასი იყო.

მიმდინარე სეზონის წინ კალიფორნიელებმა ოდომთან კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს, რისი მიზეზიც ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები გახლდათ. 

0.113871