ფეხბურთი

20:29 | 31.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

ოდიკაძე აზერბაიჯანიდან “დინამოში” ბრუნდება

დავით ოდიკაძემ ბაქოს “ინტერი” დატოვა და კარიერას თბილისის “დინამოში” გააგრძელებს.
ამის შესახებ, აზერბაიჯანული ინტერნეტ-გამოცემა extratime იუწყება.
როგორც “მსოფლიოს სპორტისთვის” გახდა ცნობილი, აზერბაიჯანელების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება და ოდიკაძის “დინამოში” დაბრუნება, ფაქტობრივად გადაწყვეტილია, უბრალოდ, 30 წლის ფეხბურთელს, ჯერ კლუბთან კონტრაქტი არ გაუფორმებია.
ოდიკაძე “დინამოში” 2005-2008 წლებში გამოდიოდა და 75 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა. განვლილ პერიოდში, მას გუნდისთვისაც უკაპიტნია. გასულ სეზონში, მან “ინტერის” რიგებში აზერბაიჯანის ჩემპიონატში 28 მატჩი გამართა და მეტოქის კარი 3-ჯერ აიღო.

 

ლაშა თაბაგარი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097029