სერია A-ს 26-ე ტურის გახსნით მატჩში ერთმანეთს „რომა“ და „ინტერი“ დაუპირისპირდნენ. მასპინძლებს ბოლო ექვს, ხოლო სტუმრებს სამ მატჩში არ წაეგოთ. ორივე გუნდის ეს სერია გაგრძელდა.
იტალიის დედაქალაქში გამართულ დაპრისპირებაში გუნდებმა ერთმანეთს გოლი ვერ გაუტანეს. ერთადერთი სახიფათო მომენტი რომაელებს ჰქონდათ, მაგრამ ნაინგოლანის კარგი თამაშის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე დარჩენილმა პიანიჩმა ჰანდანოვიჩს ვერ აჯობა.
ამ თამაშის შემდეგ, „რომას“ „ინტერთან“ უკვე 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
რომა-ინტერი 0:0
რომი, “ოლიმპიკო” 39000
რომა (4-3-3): დე სანკტისი, ტოროსიდისი, ბენატია, კასტანი, რომანიოლი, ნაინგოლანი, დე როსი, სტროოტმანი, ჟერვინიო (ფლორენცი 89), დესტრო (ბასტოსი 81), ლიაიჩი (პიანიჩი 55).
მწვრთნელი: რუდი გარსია.
ინტერი (3-1-4-2): ჰანდანოვიჩი, როლანდუ, სამუელი, ჟუანი, ალვარესი (ერნანესი 64), ჟონათანი (ძანეტი 88), გუარინი, კამბიასო, ნაგატომო, პალასიო, იკარდი (ბოტა 74).
მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.
გაფრთხილება: სამუელი 48.
მსაჯი: მაურო ბერგონცი.
ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 10 (4)-11 (1), კუთხური: 5-6, თამაშგარე: 1-1, სეივი: 1-4, ჯარიმა: 14-18.





